ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების

სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების”, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარიამ განაცხადა. „რუსთავი2“ - თან საუბრისას გვარამია აცხადებს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია წყაროსგან აქვს, რომლისგანაც ასევე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა.

ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზეც საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები გეგმავენ. გვარამიას თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის აქვს სურვილი, რომ მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე, ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ, რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას უკვე ნიღაბიც ახეული აქვს, სახეც ახეული აქვს და აღარაფერი ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო: "სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომპილაციაა სხვადასხვა საუბრების" - ნიკა გვარამია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო