ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტი ოპოზიციის დღის წესრიგით გვესაუბრება

პრეზიდენტს აქვს უფლება კონსტიტუციით, რომ მოითხოვოს კონკრეტული საკითხის განხილვა, თუმცა დააკვირდით რა ფორმით ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავრობის მეთაურს და ხელმძღვანელს ვერც ერთი სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ვერ განუსაზღვრავს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს. მისივე თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც ნეიტრალური ძალა, რომელიც თუკი რამე რისკებს ხედავს, მოწოდებული უნდა იყოს, ჯანსაღად მიუდგეს ამ საკითხებზე მსჯელობას, ფაქტობრივად, ოპოზიციის დღის წესრიგს გვთავაზობს.

„ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გირგვლიანის საქმე ტოლია იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. ტოლობის ნიშანს სვამენ გირგვლიანის საქმესთან, როდესაც სახელმწიფომ განახორციელა შეთქმულება ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის წინააღმდეგ. ამას უთანაბრებენ ხორავას ქუჩის ტრაგედიას. ეს, სულ მცირე, მორალურად გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სულისკვეთებას, ისე ჩვენი საზოგადოების განწყობას. ყველამ კარგად ვიცით, რომ გირგვლიანის საქმეში სახელმწიფომ მოაწყო შეთქმულება ერთი პირის წინააღმდეგ, ხორავას ქუჩის შემთხვევაში კი ეს იყო მოზარდებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ კონტექსტით საუბრობს და ითხოვს, თითქოსდა დაინტერესებული იყოს რაღაც კონკრეტული შედეგის მიღწევით, კითხვებს აჩენს, რამდენად არის მათი მხრიდან სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მართლაც მოხდეს ასეთი შეხვედრა. თუ არის სურვილი, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელონ, ამას სჭირდება სხვაგვარი მიდგომა და არა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა”, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა