შსს-ში ადასტურებენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერების ნაწილი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციასთან მიმართებაში კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროც აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. მათივე განმარტებით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არა ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან.

კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა, რომელმაც ადვოკატების ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მათივე განმარტებით, იმ პირებს ბრალი არ წარდგენიათ, ვისგანაც არანარკოტიკული მედიკამენტები იქნა ამოღებული.

„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში - „ბასიანი“, „გალერი“ და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ. სპეცოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ, ყველა დაკავებული ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი (რომელიც კაფე "გალერის" დაცვის წევრი იყო), 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

იხილეთ ვიდეო: შსს-ში ადასტურებენ, რომ "ბასიანსა" და "გალერიში" დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერება ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა