აშშ-ს მთავრობამ საქართველოს „აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ „აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

„აილენდის" კლასის ხომალდები - „დიოსკურია" და „ოჩამჩირე" გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.

„აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.

ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს.

აშშ-ს მთავრობის მიერ სადარაჯო მცურავი საშუალებების გადმოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აცხადებენ უწყებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის