მამუკა ბახტაძე - საქართველო გადადგამს უფრო მეტ ნაბიჯს, რომ სანაპირო დაცვის სამსახური ეფექტურად იყოს წარმოდგენილი და აქტიური როლი შეასრულოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხში

საქართველო გადადგამს უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტურად წარმოდგენილი და უფრო აქტიური როლი შეასრულოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განმტკიცების საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოთში, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ორი სადარაჯო ხომალდის გადმოცემის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს აშშ-ს მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ავიდა სტრატეგიულ და ასეთ მაღალ დონეზე. შავი ზღვა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად შეასრულებს განსაკუთრებულ როლს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განახცადა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა