ეკა ბესელია - ფარული ჩანაწერებით დაუსრულებელი ომი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია - ეს უნდა დასრულდეს

ფარული ჩანაწერებით დაუსრულებელი ომი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია - ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს და ეს უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დანაშაულია კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა. მისი თქმით, ვიდრე არ ექნება პასუხი გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, შინაარსის შეფასებას არ გააკეთებს.

„აღარ ვაპირებ ფარული ჩანაწერების ომზე კომენტარები ვაკეთო. ყველა კარგად ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს - შეიქმნას დაძაბული პოლიტიკური გარემო და არასასურველი კლიმატი არჩევნების წინ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ - ყველაფერი გამოძიებული, გამოქვეყნებული და გამაგრებული უნდა იყოს კანონის მიხედვით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ბოლო ჩანაწერის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო