ევროკავშირის ელჩი - სასამართლო ნდობით და დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს, მისი რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება. სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემა ნდობითა და დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს.

„ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ნდობით და დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს. ეს ის საკითხია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ბრიუსელში ამას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება იმ ფაქტს, რომ განათლების საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ განათლება ის სფეროა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოება გაიზარდოს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ განათლებულმა მოქალაქეებმა ის ბენეფიტები მიიღონ, რასაც ასოცირების ხეკლშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს“, - განაცხადა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები