მამუკა ბახტაძე - არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში, ნუ ექნება ბევრ ოპოზიციონერს იმის ილუზია, რომ საზოგადოებაში დისონანსს შემოიტანენ

საქართველოში არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში, ნუ ექნება ბევრ ოპოზიციონერს იმის ილუზია, რომ საზოგადოებაში დისონანსს შემოიტანენ, - ამის შესახებ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა. მისი თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის, რასაც ყველანი ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას. ეს არ შეეფერება იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არ არის ევროპული ტიპის სააარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს პიროვნული შეტევები, სრულიად დაუსაბუთებელი შეურაცხყოფები და ა.შ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რომელიც ოპოზიციის ნაწილსაც ამოძრავებს. ჩვენ გვსურს საქართველოში ინსტიტუციების მშენებლობა და პოლიტიკის რეპერსონიფიკაცია. ნუ ექნებათ ამის ილუზია, ისინი ვერ შემოიტანენ საზოგადოებაში დისონანსს. წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც არჩევნების დღე, ჩატარდება მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს