მამუკა ბახტაძე ჩანაწერებზე - ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, დღეს ცდილობენ მოახდინონ ტვინის გამორეცხვა - ეს არ გამოუვათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტელეეთერის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებული აუდიოჩანაწერები „რეალობის მოდელირების მცდელობას“ წარმოადგენს.

„მოდით, ყველაფერს სისტემურად შევხედოთ და ავირჩიოთ, თუ რა არის ობიექტური კრიტერიუმი ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისთვის. გუშინაც და რამდენიმე კვირის წინაც ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ჩვენი რეფორმების შედეგად მიღწეული საქართველოს პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ მთელ მსოფლიოს შევუქმნათ ილუზია, რომ საქართველოში ასეთი სისტემური პრობლემები გვაქვს? არა, ამას კონკრეტული ადამიანების ჯგუფი აკეთებს, რომ შექმნან ილუზია, თითქოს საქართველოში მსგავსი პრობლემები არ არის გადალახული. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ეს პრობლემები გადაილახა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სწორედ ამ მიზნით, რომ მსგავსი სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო. ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, დღეს ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა. ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა,

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვისი გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქეს რომ შეეკითხოთ, მათთვის ეს ამბავი არ იქნებოდა სიურპრიზი, ვინაიდან, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ამაზე და ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ადამიანები თუ რაზე იყვნენ წამსვლელები.

„აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური სურათი“, - აღნიშნა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მოახდინონ ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ" - მამუკა ბახტაძე ფარულ ჩანაწერებზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა