კახა კალაძე - ახალი ავტობუსების ფერს მოსახლეობასთან ერთად შევარჩევთ, ეს შეიძლება იყოს მწვანე-თეთრის კომბინაცია

დედაქალაქის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთში, Man-ის ქარხანაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, ერთ-ერთი ვარიანტი მწვანე-თეთრის კომბინაციაა.

"ვფიქრობთ, რომ რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, თუ როგორი უნდა იყოს ყველაფერი და მოგაწვდით ინფორმაციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - განაცხადა კალაძემ Man-ის ქარხნიდან ჩართვისას.

როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებით, 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება.

ავტობუსები სხვადასხვა ზომის იქნება 8, 10 და 12-მეტრიანი.

იხილეთ ვიდეო: დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა