გიორგი გახარია - გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს პატიმარია და რამდენსაც სასამართლო გადაწყვეტს, იმდენი იქნება სასჯელი

გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს პატიმარია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს არის პატიმარი და რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო, ზუსტად იმდენი იქნება სასჯელი“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ შს სამინისტრო დაკითხვამდე ვერ იჭერდა მირზა სუბელიანს, გახარიამ უპასუხა - „არ გადამრიოთ“.

„მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც მოწმეებმა, რომლებიც იყენებდნენ დუმილის უფლებას, საერთოდ ახსენეს ეს სახელი. არ მინდა ამ დეტალებში წავიდე, რადგან შს სამინისტრო არის პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური ინსტიტუტი, დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და სურვილი, დეტალებში ვისაუბრო ამ საკითხზე, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკურ კონტექსტში ხდება. ამ ყველაფერს გაეცემა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ, რაც შს სამინისტრო სახელმწიფოსთან ერთად ჩაატარებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში არჩევნებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ დღეს ის არის პატიმარი" - შს მინისტრი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა