დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს თბილისში შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს თბილისში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე პროგრამული პრიორიტეტების გარდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია და 28 ოქტომბერი უნდა იყოს საიმედო და სასიკეთო ცვლილებების დღე.

„მთავრობას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა მოსახლეობის დაშინება, დაშინება იმით, რომ იქნება არეულობა, რევანში და დაპირისპირება. დაშინება იმით, რომ ქვეყანას ელოდება დღევანდელ ცუდ აწმყოზე უარესი მომავალი. აი ეს არის მთავრობის ხაზი არჩევნებზე და ამიტომ, ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ – საქართველოს არა აქვს არჩევანი ცუდს და უარესს შორის. საქართველოს აქვს არჩევანი ცუდს და უკეთესს შორის და საქართველო აირჩევს უკეთესს! ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ, რომ დღეს საქართველოში აუცილებლად გვჭირდება ცვლილებები, აუცილებლად გვჭირდება ამოსვლა იმ ჭაობიდან, რომელშიც ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. აუცილებლად გვჭირდება გამოსვლა იმ უკუსვლის პროცესიდან და გაჭირვებიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ნებისმიერი ცვლილლება, რომელსაც ჩვენ მოვუტანთ საქართველოს იქნება პოზიტიური, მშვიდობიანი, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური და ძალის და ჩემი როგორც კანდიდატის მთავარი ხაზი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა