პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ მიმდინარეობს

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან (NALAG) აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები და ფორუმზე მიწვეული სტუმრები ესწრებიან.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველ ვიცე-პრეზიდენტთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ ქუთაისის საკრებულოსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე, ასევე მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ფორუმის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წელს დაფუძვნებული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა მონაწილეობით შექმნილი პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში მოეწყო და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ასევე საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული” ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა. მისი მიზანია ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივ თვითმმართველობებში დამკვიდრება. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციალური კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, აღნიშნულ კვირეულს ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს