კობა გვენეტაძე - როცა დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა

როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.

"როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს",- განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით სავაჭრო პარტნიორებთან ლარის კურსი გამყარებულია 9%-ით. მისი თქმით, როგორც წესი ექსპერტები და ჟურნალისტები ასახელებენ გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რაც არასწორია.

"რაც შეეხება საკითხს კურსთან დაკავშირებით, როგორ წესი, როდესაც კურსთან დაკავშირებით არის განხილვა, ხდება დასახელება ციფრების თეთრებში. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა. ყოველთვის ცვლილება გაცვლითი კურსის უნდა დასახელდეს პროცენტებით. შემიძლია დავასახელო მაგალითად ასეთი სტატისტიკური ინფორმაცია: 2017 წლის ბოლოსთან შედარებით ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია 3.5%-ით. გარდა ამისა, როგორც წესი ექსპერტები და ჟურნალისტები ასახელებენ გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რაც ასევე არასწორია. თუ ჩვენ გვინდა სიტუაცია ნამდვილად ეკონომიკურად დავინახოთ, აუცილებლად მინიშნება უნდა გავაკეთოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსზე, ანუ ეფექტური გაცვლითი კურსი არის სავალუტო კურსი, რომელიც არის შეწონილი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის ის კურსი, რომელსაც გავლენა აქვს ზოგადად ეკონომიკაზე. 2017 წლის ბოლოსთან შედარებით ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არის გამყარებული 9%-ით. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ გაცვლით კურსზე, ყველაზე დიდი თავდაცვა არის სესხები ავიღოთ ლარში",- განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა