რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება

რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობას, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ,,გრანიტი“ ააშენებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 411 411 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. რუსთვის მერიაში შპს ,,გრანიტთან“ ხელშეკრულებას ხელი დღეს ოფიციალურად მოეწერა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე დავით კეკელიძე და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი შეხვდნენ.

ირაკლი ტაბაღუამ, შპს ,,გრანიტის“ წარმომადგენლებთან საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და მშენებლობაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. მიმდინარე წელს რუსთავში, 13 018 108 ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა