საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცით, მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს, ქ. ტოკიოში საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთახმება პროექტის ძირითად ტექსტზე, რის შემდეგაც ორივე მხარე დაიწყებს ტექნიკურ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას.

„მოლოდინია, რომ შეთანხების გაფორმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ორივე ქვეყანაში მომდევნო წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდგომაც, შეთანხმებას მოეწერება ხელი.

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად ვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა (მდ-5 ადგილი მშპ-ს მიხედვით) და წამყვანი მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მასთან პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გაღრმავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას.

„აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში იაპონიიდან მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

იაპონიის მიერ საქართველოში ინვესტიციები პირველად 1997 წელს განხორციელდა. 2007-2017 წლებში იაპონიიდან საქართველოში შემოსულია დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა