რუსეთის საგარეო უწყება -  ქართველი პარტნიორები არ არიან მზად მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც საზღვრისპირა ტერიტორიაზე დაძაბულობას  შეამცირებს

საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში.

„იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეები, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საზღვრები საქართველო და აფხაზეთს შორის და საქართველო და სამხრეთ ოსეთს შორის არაერთგვაროვნად არის ინტერპრეტირებული“.

„ხალხი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, დამნაშავე არ არის და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ცხოვრების ახალი პირობები გასაგები და ნათელი იყოს, ვინაიდან ცხოვრება გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ადრე, დაკავებულია მიწათმოქმედებით, ნათესავებთან მიმოსვლით. პერიოდულად, ხშირად ისე რომ არ იციან, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს