ფინანსთა სამინისტროს აკადემია ქალებისთვის იწყებს ტრენინგებს თემაზე "როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი"

"ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" პროექტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია პროექტის მონაწილე ქალებისთვის ტრენინგებს იწყებს თემაზე "როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, სწავლებას 54 ქალი მეწარმე გაივლის, რომლებიც მცირე ბიზნესს უძღვებიან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ ქალებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს მათ თავისი ბიზნესის შემდგომი განვითარების გეგმები სწორად დასახონ, წარმოადგინონ საინვესტივიო წინადადება და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში.

ტრეინინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტის „საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართება, რომლის ერთ კომპონენტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა. ასევე , ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები.

პროექტი 2-წლიანია. მიმდინარე წლის ბოლოს პროექტში მონაწილეთა საინტერესო ბიზნეს იდეებს ფინანსური ხელშეწყობის მიზნით პროექტი გრანტს გამოუყოფს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს