დავით ბაქრაძე - ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით

ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თურქულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას განაცხადა. თურქული პრესა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაზე წერს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს ზიანი იქნება განუზომლად უფრო მეტი. „ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, არ დავუშვათ ამ ადამიანის გაპრეზიდენტება და არ მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი გააზრებული, თუ გაუაზრებელი განცხადებებით დააზიანოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა