„საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულ პირებს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ შეხვედრა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს შესთავაზა, თუმცა დაზარალებულებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაცით, დაზარალებულთა ნაწილი კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მსჯავრდებულ მ.ფ.-ს პატიმრობიდან გათავისუფლებას და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

სასამართლოს ორივე ინსტანციამ პროკურატურის მტკიცებულებათა საფუძველზე მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

დღეის მდგომარეობით, სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი განხილვა არ დაწყებულა, რაც არაერთხელ განემარტა დაზარალებულებს.

სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2343 მოქალაქე. პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რაც არაერთხელ განემარტა როგორც დაზარალებულებს, ასევე მსჯავრდებულ პირებს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შეთავაზებაზე უარისა და საქმის შემდგომ მსვლელობაზე, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე რეაგირების სამართლებრივ საფუძვლებზე არაერთი განმარტების მიღების შემდეგ, არსებული მოთხოვნებით პროკურატურასთან საპროტესტო აქციის ჩატარების მოტივი გაუგებარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა