პროკურორი - ამ ეტაპზე მალხაზ კობაურს ბრალად წარედგინა ბავშვისა და მამის მკვლელობა, ლორა სმიტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება

ამ ეტაპზე,მალხაზ კობაურს ბრალად წარედგინა ქელები სმიტის და რაიან მაიკ სმიტის მკვლელობა, ანუ ბავშვისა და მამის მკვლელობა. რაც შეეხება ლორა სმიტს, მასთან დაკავშირებით მიმდნარეობს გამოძიება, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხადრი მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოცემულ სისხლის სამართლია საქმეზე სხვა პირი არ იკვეთება. „დადგენილია, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილია წყალში გაგუდვით. მის სხეულზე ასევე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები, ეს იქნება ნაკაწრების სახით, ნაჭდევების, სიხლნაჟღენთების სახით და სხვა. ასევე, თავის არეში გააჩნია დაზიანება. საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა მალხაზ კობაურის სპერმა. ანუ მტკიცებულებები, რომელიც დღემდე არის მოპოვებული, ყველა მიუთითებს მალხაზ კობაურის შემხებლობას ლორა სმიტთან დაკავშირებით. ეს იქნება სპერმის კვალი და სხვა გარემოებები“, - განაცხადა დავით ყაზარიშვილმა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდება ამ დროისთვის წარდგენილი არ არის, ვინაიდან მტკიცებულებათა მოპოვებისა და ერთობლიობის კუთხით ძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა წინასასამართლო სხდომის გაგრძელების საფუძველი.

„კობაურის შემხებლობა ლორა სმიტთან დაკავშირებით დგინდება საქმის მასალებით. წინასასამართლო სხდომის გაგრძელების საფუძველიც გახდა სწორედ ის, რომ ამ დროისათვის ის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დანიშნულია ექსპერტიზის ბიუროში, არ არის მიღებული. თუნდაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულად არ არის მიღებული. ასევე არაა მიღებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის, მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.“, - განაცხადა პროკურორმა ყაზარიშვილმა.

რაც შეეხება მამა-შვილის ეპიზოდს, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლვა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა