ლალი მოროშკინა - მირზა სუბელიანი ის კაცი არ არის, რომ ვიღაცას ემუქრებოდეს, ეს არის სამი მამაკაცის ბანალური ჭორაობა

მირზა სუბელიანს ვინმეზე რამე ფარული ჩანაწერი რომ ჰქონოდა და ყოფილიყო უარყოფითი გმირი, როგორადაც მას “რუსთავი2“ ხატავს, ის აუცილებლად წასული იქნებოდა უცხოეთში, გარიგებული “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ფაილებს საარჩევნოდ “გამოაცხობდა“, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ლალი მოროშკინამ განაცხადა.

მოროშკინა კატეგორიულად გამორიცხავს სუბელიანის მონაწილეობას “ქვეყნის ამომგდებ გეგმაში“.

“მე მას ვესაუბრე, ვიდრე ციხეში შევიდოდა. დავურეკე, მივუსამძიმრე მისი მდგომარეობა. რთულია, როდესაც ადამიანი ციხეში თავისი ფეხით მიდის. უმძიმესი მდგომარეობაა, როცა გარდაცვლილია ორი ბიჭი და სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია ფაილებამდე დავიდა. მირზა სუბელიანი ის კაცი არ არის, რომ ვიღაცას ემუქრებოდეს. ეს არის სამი მამაკაცის ბანალური ჭორაობა, რომლის ხელზე დახვევა უნდა “რუსთავი2“-ს. 2013 წელი ის წელია, როცა არც ერთი მიტინგი არ ყოფილა. მაშინ კახა კახიშვილი ექსპერტი იყო. მე სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი. რაში ვჭირდებოდი კახიშვილს, რომ ტელევიზიით რაღაც ამბავი ეთქვა ან რაღაც პრესა დასჭირდა და გამოსავალი ვერ ნახა და ლალი მორიშკინა დასჭირდა... პირიქით, ის ჩვენ გვაკრიტიკებდა და ძალიან ხშირად მის რეკომენდაციებს ვიღებდით - ვთანამშრომლობდით, როგორც ექსპერტთან. მირზა სუბელიანს კარგად ვიცნობ. მას ასეთი ლაპარაკი ახასიათებს, მაგრამ ის კაცია, რომელიც არასდროს წავა ოჯახის წინააღმდეგ, მეგობრების წინააღმდეგ, სვანური კლანის წინააღმდეგ. მეტსაც გეტვით, მირზა სუბელიანის მეგობარი “კანონიერი ქურდი“ გიორგი ავალიანი იყო. ისინი ერთად იყვნენ გაზრდილი და მასზე ცუდს ვერაფერს ამბობდა იმის მიუხედავად, რომ ერთი “პაგონიანი“ იყო და მეორე - ქურდული სამყაროს წარმომადგენელი. სვანურობა, მეგობრობა და ერთმანეთის გატანა ამაშიც აღმოჩნდა. ეს არის სამი კაცის ჭორაობა, რომლის უკან არ დგას არც რაიმე ფაილი, არც ჩანაწერი, არც მირზა სუბელიანის მზაკვრული გეგმები - ეს მირზას არ ახასიათებს და ასეთ რამეზე არასდროს წავიდოდა“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ “360 გრადუსში“.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის სამი მამაკაცის ჭორაობა. ის, რომ დღეს მირზა ზის ციხეში, ეს მის ვაჟკაცობაზე მეტყველებს" - ლალი მოროშკინა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა