შალვა ხაჭაპურიძე პატარკაციშვილის საქმეზე - მნიშვნელოვანია საფუძვლიანად მოხდეს საქმის შესწავლა და პროკურატურა არ დაჯერდეს მხოლოდ იმ ჩანაწერებს, რაც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა

ის, რაც გუშინ მოვისმინე, პროკურატურას ეს საქმე წაგებული აქვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილსაც არაერთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, რისი სატელევიზიო არქივიც არსებობს. თუმცა, ხაჭაპურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საფუძვლიანად მოხდეს საქმის შესწავლა და პროკურატურა არ დაჯერდეს მხოლოდ იმ ჩანაწერებს, რაც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს როგორც სატელევიზიო არქივის ამოღება, ასევე პატარკაციშვილის შტაბის წევრების და მისი თანაგუნდელების გამოკითხვა.

„ის, რაც გუშინ მოვისმინე, რომ წარმოვიდგინე სასამართლო დარბაზში გაჟღერებული, წაგებული აქვს პროკურატურას ეს საქმე. თუ 2016 წელს ეს ინფორმაცია მიიღე, მე არ უნდა დამიძახო?! შტაბის წევრებს არ უნდა დაუძახო?!“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე („მასტერა“) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ეუბნება დაცვის თანამშრომელს, რომ ეს საქმე, რომელიც სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი, აუცილებლად განხორციელდება. დგებუაძე ინტერესდება ვინ არიან მზარეულები და როგორია დაცვის სისტემა.

იხილეთ ვიდეო: წლების განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო მოკლული - შალვა ხაჭაპურიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო