სახალხო დამცველის წარმომადგენელი - მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება

მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს.

მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა და იგი ბრალდებულთან მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად იმყოფებოდა.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა, თუმცა მას აღენიშნება დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწითლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა