ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ბრალდებული ორი პირი დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებულებთან ადვოკატები შედიან. ათივე დაკავებული დროებითი მოთავსების ოზოლატორშია მოთავსებული. როგორც ორი დაკავებულის - ნიკა ქავთარაძის და ოთარ გელაძის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და გატაცებაში მონაწილეობას უარყოფენ.

"როგორც ვიცი, ჯგუფურად ადამიანის უკანონოდ გატაცებას ედავებიან. ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავენ", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წყალტუბოში, სადაც ოფიციალური ვერსიით გატაცებული ჰყავდათ, არ იმყოფებოდნენ.

"არავითარ გატაცებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი გატაცების მომენტში თბილისში იმყოფებოდნენ", - აღნიშნა შარაშენიძემ.

10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გუშინ გააკეთა. მათი ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძეა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა