მალხაზ მაჩალიკაშვილი - „ნუ გვაბოლებენ", აღიარონ თავიანთი დანაშაული და დასაჯონ კრიმინალთა მთელი ბანდა, რომელიც ქვეყანას მართავს

"ნუ გვაბოლებენ", აღიარონ თავიანთი ქმედებები, დანაშაული და დასაჯონ კრიმინალთა მთელი ბანდა, რომელიც ქვეყანას მართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მის მიერვე ჩადენილი დანაშაული უნდა აღიაროს.

„არ ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰყავს. ეს არის კრიმინალთა ბრბო, დაჯგუფება, თავისი პროკურატურითა და ძალოვანი უწყებით. მე პირადად ამათგან არაფერს ველოდები, რადგან პირდაპირი დამნაშავე სახელმწიფოა. ყველანაირად ცდილობენ თუნდაც ზაზა სარალიძის საქმით გადაფარონ, ჩაფარცხონ, დააკონსერვონ ჩემი საქმე. იმიტომ რომ მათ მიერვე ჩადენილი საქმის გამო, შიშით გული უსკდებათ მოხელეებს, რომლებიც დღეს სათავეში სხედან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მთავარ პროკურატურასთან სადაც აქცია "ნუ გვაბოლებ" მიმდინარეობდა, დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა