ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ღორჯომის თემის რწმუნებულმა თემურ ირემაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გარდაცვლილია 77 წლის შშმ მამაკაცი და 18 წლის გოგონა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

თემურ ირემაძის ინფორმაციით, შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის შესწავლის შემდეგ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

შეგახსენებთ, რომ ხულოში, ხორჯომის თემის სოფელ ჭახაურაში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მაშველი მეხანძრეები და სამართალდამცველები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო