ესპანეთის მემარცხენე პარტია აპირებს, პარლამენტს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი შესთავაზოს

ესპანეთის მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ ცდილობს პარლამენტს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი შესთავაზოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პარტიის გეგმის მიხედვით, სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წარმოებაზე და გაყიდვაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით.

„აბსურდია, რომ „ჯინისა“ და „ტეკილას“ შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში, კანაფისა კი უკანონობაა“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა.

მემარცხენე პარტიის ინიციატივის მიზანია შეიცვალოს არსებული კანონი, რომელიც კანაფის მოყვანასა და რეალიზაციას უკანონოდ მიიჩნევს, ზღუდავს მოხმარებას და ფლობას პირადი მიზნებისთვის.

„პოდემოსში“ მიიჩნევენ, რომ ლეგალიზაცია უნდა განხორციელდეს ძირითადად, სამედიცინო გამოყენების და გამოკვლევების მიზნით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა