ანრი ოხანაშვილი - ფარცხალაძის და თორდიას ინციდენტი არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული და რომელზეც სამწუხაროდ, არ გვაქვს პასუხები

ფარცხალაძის და თორდიას ინციდენტი არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული და რომელზეც სამწუხაროდ, არ გვაქვს პასუხები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ამასთან, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ინციდენტისა, მას არ სჯერა, რომ ფარცხალაძეს შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს.

„ჩემთვის ფარცხალაძე არის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ახლა ეწევა რაღაც გარკვეულ საქმიანობას. დანარჩენი ის ბრალდება ჩემთვის არის აღქმადობას მოკლებული, რაც საზოგადოებაში არსებობს. სად შეიძლება იყოს ასეთი დაჯგუფებები მაშინ მითხარით? ფარცხალაძის და თორდიას საკითხი, აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და გარკვეული და ეს არის პრობლემა, რომ ეს ჯერ არ არის გარკვეული. არავის არ უნდა დარჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმემ შეიძლება გაბედოს და ასეთი მაღალი თანამდებობის პირს, ასეთი ფორმით, მიაყენოს შეურაცხყოფა. ეს არის საკითხი რომელიც უნდა იყოს გამოძიებული და რომელზეც სამწუხაროდ არ გვაქვს პასუხები. მე ვიცი რომ ტყუილია, რომ ვითომ ვიღაცას ჰყავს რაღაც დაჯგუფება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ისიც არ გჯერათ, როგორ ურტყამს ფარცხალაძე მთავარ აუდიტორს? - "ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილის პასუხი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა