სამართალდამცველებმა  „გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს

„გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

- ამის შესახებ ინფორმაციას თავად „გიჩი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "დედაენის ბაღში" მისულ ორ აქტივისტს, რომელიც პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, ცხოველების ფორმა ეცვა.

დღეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა „დედაენის ბაღში“ უკვე დააკავეს „გირჩის“ ლიდერები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი გადაყვანა განყოფილებაში, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:20 საათზე „დედაენის ბაღში“ „გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: "ახლა კრიმინალური პოლიცია მოვიდა და გადავყავართ მანქანიდან" - დედაენის ბაღთან, მგლისა და დათვის ფორმაში ჩაცმული პირები დააკავეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა