CENN თბილისში ნარჩენების სეპარაციის სტენდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

CENN თბილისში ნარჩენების სეპარაციის სტენდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ერთი-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენები იყო ქალაქ თბილისში მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან დამონტაჟების პროცესში არსებული ნარჩენების სეპარაციის სტენდი.

გვინდა ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისში ამ ეტაპზე CENN-ის, ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს 13 სეპარაციის სტენდის დადგმა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება მოახდინოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

აღსანიშნავია, რომ სეპარაციის ეს 13 სტენდი ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში, ამიტომ ყველა სტენდი დალუქულია. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა სტენდის დაზიანებას, რამაც გამოიწვია აღნიშნული გაუგებრობა.

სეპარაციის სტენდების ექსპლუატაციაში შესვლა მოხდება ნოემბრის თვიდან, რაზეც ინფორმაციას დამატებით მივაწვდით საზოგადოებას. სწორედ ამ პერიოდიდან მოსახლოება შეძლებს აღნიშნულ 13 სტენდში განათავსოს სეპარირებული ნარჩენები. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ქალაქში უკვე ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს სეპარაციის 10 სტენდი, რომელიც დადგმულია USAID/WMTR II/CENN პროგრამის ფარგლებში.

თითოეულ სტენდში განთავსდება ოთხი კონტეინერი ქაღალდის, პლასტმასას ბოთლების, ალუმინისა და შუშის ნარჩენის შესაგროვებლად. შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირების შემდეგ მოხდება მათი წინასწარი დამუშავება და გადაცემა შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს სხვადასხვა მცირე ზომის საწარმო, რომელიც ახდენს ნარჩენების გადამუშავებას“, - ნათქვამია CENN-ის განცხადებაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა