„დედაენის ბაღთან“  კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

„დედაენის ბაღში" დაგეგმილ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. „დედაენის ბაღთან“ კონტრაქციაზე შვილთან ერთად იმყოფება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, იგი „დედაენის ბაღში“ ყოველ შაბათს შვილთან ერთად მოდის და დღევანდელი შაბათიც არ იყო გამონაკლისი. ლორთქიფანიძის თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს მოზარდი თაობისთვის უსაფრთხო გარემოს.

„სახეზეა მარიხუანას პოპულარიზაციის განმახორციელებელი აქტები, რომლითაც საზოგადოებას აუწყებდნენ მოსულიყვნენ და შეეძინათ მარიხუანა, რომლის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსშია შეტანილი. შესაბამისად, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს შსს-ს. ასეთი ფესტივალები ამ ბაღში არ ჩატარდება. „დედაენის ბაღი არის ბავშვების ბაღი", განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „დედაენის ბაღში“ „გირჩმა“ კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარება რამდენიმე დღის წინ დაანონსა. „დედაენის ბაღიდან“ სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს „გირჩის“ სამი წევრი და რამდენიმე მხარდამჭერი.

იხილეთ ვიდეო: "დედაენის ბაღთან" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო