პოლიციის მთავარ სამმართველოში საიას ადვოკატი მივიდა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს დაიცავს

პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე მივიდა, რომელიც "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს დაიცავს. როგორც რეზო აჭარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით იგი საქმის მასალებს არ გაცნობია.

„რაიმე დეტალები ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია. ახლა უნდა შევიდე, რათა უშუალოდ გავესაუბრო ზურაბ ჯაფარიძეს და ინფორმაცია მივიღო გამომძიებლისგან", - განაცხადა აჭარაძემ.

ადვოკატისათვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა სხვა დაკავებულებიც პოლიციის სამმართველოში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა.როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის „დედაენის“ ბაღში სულ 11 პირი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ ჯაფარიძე დიდ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა