სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ

გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ, - ამის შესახებ სავარაუდოდ მირზა სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერში საუბრობს.

ფარულ აუდიო-ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

„აქ ვიღაცას უნდა, რომ სუსტი მხარეები დაიჭიროს და თქვას, ოთხი წელია ბაჩო და ვანო სხედან და მირზას რა აწკმუტუნებს? ჩათლ...ის მეტი რა გვინახავს ცხოვრებაში. ეს უნდათ თქვან, რომ წუწუნებსო. მე ამას არ ვათქმევინებ. გენინსპექციის უფროსი ჩემი ძმაკაცია, რაც მე ამათზე ვიცი, აქ ვინც არიან, ზემოთ ვინც არიან, ყველაზე ეგ რომ დავუდო... გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ. ჩემი ხელით მაქვს შეტანილი პლანშეტი. აბა ბაჩო უკეთესად უნდა იჯდეს და რა არ მესმოდა“, - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს არის გაკეთებული.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=DnU2yHhmbvk

იხილეთ ვიდეო: გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ - სავარაუდოდ მირზა სუბელიანი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია