სალომე ზურაბიშვილი თბილისის მოსახლეობას შეხვდა

მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბის ამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო.

„ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ კიდევ მექნება თემატური შეხვედრები ექიმებთან, სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც, ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს