პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი  „გირჩის“ რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი „გირჩის“ რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციას დაკავებული არ ჰყოლია.

„ეტყობა იზრუნეს ჩემზე, რომ დანაშაული არ ჩამედინა. ამიტომ სანამ დაიწყებოდა აქცია მანამდე გადამიყვანეს დაკითხვაზე. საჭირო იყო, რომ მე აქციაზე არ ვყოფილიყავი. შეგნებული ხალხი იყო ვისაც ვესაუბრებოდი, ძალიან ზრდილობიანად და პატივისცემით გადმომიყვანეს და პირველი საათს შემდეგ ვიჯექი ჩემთვის ოთახში. ვიჯექით და მიმოვიხილეთ პოლიტიკა და სპორტი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ. მისი განცხადებით, აქციიდან წაიყვანეს და პოლიციის სამმართველოში 6 საათი გააჩერეს.

„ჩემგან ჩვენება აიღეს და იმისთვის, რომ ერთი წინადადება მეთქვა ექვსი საათი უბრალოდ აქ ვიყავი, ტელეფონი ჩამომართვეს, გადაადგილება შემიზღუდეს. ერთი კითხვა დამისვეს - ვიცოდი თუ არა იმ მარიხუანას წარმოშობის შესახებ, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა, მაგრამ მე ისიც არ ვიცოდი, რომ იმ წუთას ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ფესტივალს, თუმცა საიდან მოვიდოდა ეს მარიხუანა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო“ , - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

„გიჩის“ მხარდამჭერების ინფორმაციით, ამჟამად პოლიციის სამმართველოში მათი კიდევ რამდენიმე წევრი რჩება, რომლებიც დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო