გულიკო ჩაფიძე-არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეგვხვდება და განვიხილავთ, თუ რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეგვხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, თუ რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის, - ამის შესახებ კარდიოლოგმა გულიკო ჩაფიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და ექიმების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებია ამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის, იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის", - განაცხადა გულიკო ჩაფიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს