ვახტანგ მეგრელიშვილი - „დედაენის ბაღში“ დაკავებული დავით გაბუნია და აჩო ხაჩიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

„დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დაკავებული დავით გაბუნია და აჩო ხაჩიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა. მეგრელიშვილისთვის უცნობია თუ რა მუხლით არიან დაკავებულები ისინი. მისივე ინფორმაციით, დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „გიჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციის სამმართველოში დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე პირი გაათავისუფლეს.

ფესტივალის გამართვამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს