ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში „მადაგასკარი", ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, დაშავებული ბავშვის ფოტო მასალა მას ბავშვის დედამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბიჭს ფიზიკურად ამავე ბაღის ძიძა გაუსწორდა. დედამ კი ბავშვის სხეულზე ტრავმები სახლში მიყვანისას აღმოაჩინა. მერაბ ღოღობერიძის ცნობით, მომხდარის გამო, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი