„გირჩი“ -  დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ - მადლობა შსს-ს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ

რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ.

რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ.

მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა მარიხუანას ფესტივალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა