ოთხი  წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი  ფიზიკურად გაუსწორდა

ბათუმში, ოთხი წლის ბავშვის დედა მარიკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ მის შვილს კერძო საბავშვო ბაღში „მადაგასკარში" პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ოთხი წლის ბიჭმა დედას უთხრა და ძალადობაში მისი პედაგოგი დაადანაშაულა.

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ბავშვს რომ ვკითხე, მისი პედაგოგი დაასახელა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა მათთანაც. ბაღის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და პრინციპში არც უარყო ფაქტი, ახსნა, რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგითო, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა მოზარდი სავარაუდოდ დაზიანებასო,"- განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის დირექტორს, იგი მშობლის ბრალდებას უარყოფს და მას საბავშვო ბაღის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო: ოთხი წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა