პროექტი, რომლის მიხედვით,  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, პარლამენტის ბიუროს წარედგინება

პარლამენტს ბიუროს 22 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.

“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება. მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი“, - აცხადებენ პროექტის ავტორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა