სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთაში ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგები ტარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგებს ატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.

მათივე ინფორმაციით, სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დაინერგება, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და ასაკისათვის შესაფერის, თეორიულ მასალასთან ერთად დიდი რაოდენობით პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა და ნარჩენების მართვა.

„სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისათვის ცენტრმა მცხეთის მუნიციპლიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა.სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღების 412 მეთოდისტსა და აღმზრდელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა 2019 წლის ბოლომდე იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს