ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიიღეს.

ამასთან, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 300 გრძივი მეტრის ფართობზე, დაკარგული ნიშნულების აღდგენაც მოხდა, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე 33 ძირი აკაცია დაირგო.

„ჩვენთვის ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რაიონში ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც ჩატარდა. ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ და მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში 100-ზე მერი ხე-მცენარე დაირგო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს