უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში რვა წლის ბავშვი კლდიდან გადმოვარდა

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი კლდიდან გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება.

რვა წლის მოზარდი უფლისციხეში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის.

დაშავებული მოზარდი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ შეიყვანეს.

კლინიკის ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაზუსტებულ კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს, მას შემდეგ, რაც პირველადი კვლევები დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო