სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში არ უნდა ვუშვებდეთ ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ

ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ მათ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საუბრისას გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია და მიუღებელია, რომ კანონში შესაბამისი ჩანაწერები არ იყოს.

„ყველას გვაწუხებს შრომის უსაფრთხოება. სულ გვესმის, რომ მოხდა რაღაც დიდი ტრაგედია. განვითარებული ქვეყნისთვის მოუღებელია, რომ ჩვენ კანონში არ გვქონდეს ყველა ის საჭირო კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს მათ უსაფრთხოებას, მაგრამ არა მხოლოდ კანონში არამედ პრაქტიკაშიც უნდა იყოს ეს გადატანილი. ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ მათ. ამავე დროს უნდა შევინარჩუნოთ ინვესტიციების შემოდინება, ეს გვჭირდება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართულო ოცნება" უჭერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო