ვიტაუტას ლანდსბერგისი - დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ

„ჩვენ კარგად ვიცნობთ გუნდს, რომელიც წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ ვიცნობთ დავით ბაქრაძეს, რომელსაც განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ“, - ასე მიმართა ვიდეომართვით სპორტის სასახლეში შეკრებილ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს ლიეტუველმა დისიდენტმა და ლიეტუვას პირველმა პრეზიდენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისის განცხადებით, „საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გულანთებულია და რომელსაც მყარი ხედვა და ცივი გონება აქვს.

„დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ადამიანია. ის ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პარტიული ინტერესების წინ აყენებს. მას აქვს უნარი შემოიკრიბოს თანამოაზრე და ასეთივე პატრიოტი ადამიანები. სწორედ ეს არის, რაც ამ შესანიშნავ ქვეყანას სჭირდება. გვსურს, საქართველო იყოს დაცული ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში; რომ საქართველო იყოს მთლიანი და თავისუფალი, რადგან გადაუწყვეტელი საქართველო ზრდის რისკს ყველასთვის მის ირგვლივ. საქართველოს წარმატებისთვის ფუნდამენტურია არჩევნების გზით მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა და უნარი. გუნდმა, რომელმაც განახორციელა გამბედავი რეფორმები, საქართველო უნდა აქციოს ფუნქციურ ევროპულ სახელმწიფოდ.

საქართველოს მეგობრებს გვსურს საქართველო ვიხილოთ ჩვენს, თავისუფალი და დემოკრატიული ერების ოჯახში",- განაცხადა ვიტაუტას ლანდსბერგისმა თავის ვიდეომიმართვაში.

იხილეთ ვიდეო: "დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ" - ვიტაუტას ლანდსბერგისი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს