დავით ბაქრაძე - თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი

ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს. ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც ერთის მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორეს მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს.

„ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და რომ ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის. ჩვენი არჩევანია იმ ჭაობს, უიმედობას და უპერსპექტიობას შორის, სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და წარსულის დაბრუნებას შორის. ეს არის იარაღი, რომელიც დღეს ხელისუფლებას უჭირავს ხელში. სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით, საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. წარსულის შეცდომების არაღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა, რომ მომავალში შურისძიება არ იქნება, არ იქნება რევანში და არეულობა - ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და არეულობა და რევანში.

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით დავიჯერო რასაც ისინი ამბობენ, ვიყავი იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა