გიგი უგულავა - უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არჩევნებზე სახლში დარჩება,  ან ყველას გადახაზავს, ის სალომე ზურაბიშვილს და ივანიშვილს უჭერს მხარს

უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არჩევნებზე სახლში დარჩება, ის სალომე ზურაბიშვილს და ივანიშვილს უჭერს მხარს მისდაუნებურად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

„ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ: ყველას გვაქვს რწმენა უკეთესი და საიმედო დღის, დღის, რომლის მიმართ რწმენა და იმედი ჩაკლა და ჭაობად აქცია ამ ხელისუფლებამ. ამიტომ, მეგობრებო მოგიწოდებთ ყველას, ერთ კვირაში მოხვიდეთ არჩევნებზე. სახელისუფლებო პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში. ამიტომ, საჭიროა მივიდეთ და საიმედო ხვალინდელ დღეს მივცეთ ხმა.

უნდა გვახსოვდეს, ვინც სახლში დარჩება, ის სალომე ზურაბიშვილს და ივანიშვილს უჭერს მხარს მისდაუნებურად. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც ყველას გადახაზავს, ისიც სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. შესაძლოა არ მოგწონდეს კონკრეტული კანდიდატი, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყანა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ - არა სალომე ზურაბიშვილს, არა საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს