გიგა ბოკერია - საშიშია პრეზიდენტი, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეთნიკურ შუღლს აღვივებს

საქართველოს არ სჭირდება და საშიშია პრეზიდენტი, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის ეთნიკურ შუღლს აღვივებს - ასეთია ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული პრეზიდენტობის სამარცხვინო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

ბოკერიას თქმით, საქართველოს ასევე არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მმართველ პარტიას უპასუხისმგებლო პოპულიზმში ეჯიბრება და როგორიც არის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელსაც აქვს ხედვა და რწმენა მშვიდობიანი შეცვლის. პრეზიდენტობის ასეთი კანდიდატია დავით ბაქრაძე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს თბილისის სპორტის სასახლეში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს